გერმანიის პრეზიდენტმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თარიღად 23 თებერვალი დაამტკიცა

გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ვადამდელი საპარლამენტო ს თარიღად 2025 წლის 23 თებერვალი დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
გერმანიის მთავრობაში კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც 6 ნოემბერს გერმანიის კანცლერმა გადაწყვიტა, თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა ფინანსთა მინისტრი, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ქრისტიან ლინდნერი. ამის გამო მმართველი კოალიცია, რომელშიც „სოციალ-დემოკრატები“, „მწვანეები“ და „თავისუფალი დემოკრატები“ შედიოდნენ, ფაქტობრივად, დაიშალა.