გერმანიის შვიდ ქალაქში სამართალდამცველებმა ჰამბურგის ისლამისტური ცენტრის [IZH] წინააღმდეგ მასშტაბური რეიდები ჩაატარეს, – ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, რეიდი ჰამბურგის ისლამისტური ცენტრის ორგანიზაციასთან [IZH] დაკავშირებულ 54 ლოკაციაზე ჩატარდა.
გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, IZH ეჭვმიტანილია “კონსტიტუციური წესრიგის საწინააღმდეგო ქმედებებში” და “ტერორისტული ორგანიზაცია ჰეზბოლას მხარდაჭერაში”.
მათივე ცნობით, რეიდის დროს არავინ არ დაუკავებიათ. საპოლიციო ღონისძიების მთავარი მიზანი იყო, რომ სამართალდამცავ ორგანოს მოეპოვებინა ჰამბურგის ცენტრისა და ჰეზბოლას კავშირების შესახებ დამატებითი მტკიცებულებები.