გერმანიის პოლიციამ სოციალურ ქსელებში ანტისემიტური სიძულვილის ენის გამოყენებაში ბრალდებული 17 ადამიანის სახლში ჩხრეკა ჩაატარა

გერმანიის პოლიციამ სოციალურ ქსელებში ანტისემიტური სიძულვილის ენის გამოყენებაში ბრალდებული 17 ადამიანის სახლში ჩხრეკა ჩაატარა, – ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო The Associated Press-ი ავრცელებს. ეჭვმიტანილებს ბრალად ანტისემიტური სიძულვილის ენის გამოყენება და ინტერნეტში ებრაელების წინააღმდეგ მუქარა ედებათ.
ბავარიის კრიმინალური პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილებიდან 15 კაცი და 2 ქალია, რომელთა ასაკი 18-დან 62 წლამდეა. პოლიციამ ეჭვმიტანილები დაკითხა და მათი სახლებიდან მტკიცებულებები ამოიღო, მათ შორის მობილური ტელეფონები და ლეპტოპები.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეჭვმიტანილები სოციალურ ქსელებში “ჰამასის” მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ 7 ოქტომბრის თავდასხმას ზეიმობდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ