გერმანიის პარლამენტმა ოლაფ შოლცის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო 23 თებერვალს გაიმართება

394-ხმით 207-ის წინააღმდეგ, გერმანიის პარლამენტმა კანცლერ ოლაფ შოლცის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა. ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო 23 თებერვალს გაიმართება.
მთავრობის წინააღმდეგ ხმა დააფიქსირეს უმსხვილესმა ოპოზიციურმა ფრაქციებმა, „ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა“ და „ქრისტიან-სოციალისტურმა კავშირმა“. ასევე, მმართველი კოალიციიდან გასულმა „თავისუფალმა დემოკრატებმა“.
შოლცის მიმართ უნდობლობა დააფიქსირეს „სარა ვაგენკნეხტის კავშირმა“ და „ალტერნატივამ გერმანიისთვის“.
ახლა, პროცედურულად, კანცლერი პარლამენტის დათხოვნის მოთხოვნით პრეზიდენტ ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს მიმართავს.
1tv.ge