გერმანიის პარლამენტმა მიგრაციის პოლიტიკის გამკაცრებას მხარი დაუჭირა

გერმანიის პარლამენტმა მიგრაციის პოლიტიკის გამკაცრებას მხარი დაუჭირა, – ინფორმაციას გამოცემა Welt-ი ავრცელებს.
პარასკევს, ბუნდესტაგმა საკანონმდებლო ცვლილებები დაამტკიცა, რომლებიც უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების კლასიფიკაციას ამარტივებს და გერმანიის მოქალაქეობის მიღების წესებს ამკაცრებს.
ერთ-ერთი კანონპროექტის თანახმად, თუ გერმანიის ფედერალური მთავრობა მომავალში ქვეყნებს უსაფრთხო წარმოშობის სტატუსს მიანიჭებს, მაშინ ბუნდესრატის (ფედერალური საბჭო) მიერ გადაწყვეტილების დამტკიცება საჭირო აღარ იქნება.
ასევე, კანონპროექტის მიხედვით, დეპორტაციის მიზნით დაკავებული პირები სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ადვოკატის მიღების მოთხოვნას ვეღარ შეძლებენ.
www.interpressnews.ge/

ასევე დაგაინტერესებთ

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”