გერმანიის მთავრობის პრესსპიკერი – ფრიდრიხ მერცი და კორუფციასთან ბრძოლის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარს გეგმავენ

ფრიდრიხ მერცი და კორუფციასთან ბრძოლის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარს გეგმავენ, – ამის შესახებ გერმანიის მთავრობის პრესსპიკერმა, სტეფან კორნელიუსმა განაცხადა.
გერმანიის მთავრობის პრესსპიკერმა, სტეფან კორნელიუსმა განცხადება გუშინ, ბერლინში გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცისა და საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
„პრეზიდენტი მაკრონი და გერმანიის კანცლერი შეთანხმდნენ, რომ უკრაინის პრეზიდენტთან კორუფციასთან ბრძოლის შესახებ ინტენსიურ მოლაპარაკებებს გამართავენ“, – განაცხადა გერმანიის მთავრობის პრესსპიკერმა.
შეგახსენებთ, სამშაბათს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ანტიკორუფციული ორგანოების, ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის დამოუკიდებლობას ზღუდავს. მიღებული კანონის წინააღმდეგ უკრაინაში ბოლო ორი დღის განმავლობაში საპროტესტო აქციები იმართება.
უკრაინის მიერ მიღებულ კანონს ევროკავშირიც გამოეხმაურა, კერძოდ, ევროკომისიის წარმომადგენლის, გიიომ მერსიეს ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტი, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის დაუკავშირდა და ახალი ანტიკორუფციული კანონმდებლობის ახსნა სთხოვა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით უმაღლეს რადაში საკუთარ კანონპროექტს წარადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – ყველა წამყვანი პოლიტიკური ლიდერი განსასჯელის სკამზეა, არავინ ვიცით რაში გვედება ბრალი – დავაყენებთ შუამდგომლობას სხდომის გახსნაზე, იმედია, მოსამართლეს ირაციონალური ბრაზი გადაუვლის

ევროკავშირმა რუსეთში პოლიტიკურად მოტივირებულ სასამართლოებში მონაწილეობის გამო მოსამართლეებს, პროკურორს, გამომძიებელს, ასევე, სასჯელაღსრულების კოლონიებისა და იზოლატორების ხელმძღვანელებს სანქციები დაუწესა

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმის მოსამართლეზე – ეს ქალბატონი უცნობი ექსპერტი იყო, რომელსაც „ოცნების“ ყველა მავნებლობა „გაპრავებული“ აქვს – რაც შეეხება პროცესის დახურვას, ყველა იცინოდა და მეც ვიცინოდი, შეუძლებელია არ გაგეცინოს იმაზე, რაც დარბაზში ხდება