გერმანიის მთავრობა შეთანხმდა, გაზარდოს არმიის შემადგენლობა

რამდენიმეთვიანი დისკუსიების შემდეგ გერმანიის მმართველი კოალიციის პარტიები შეთანხმდნენ, როგორ გაზარდონ შეიარაღებული ძალების რაოდენობა რუსული საფრთხის პირობებში. არ არსებობს სამხედრო სამსახურში გაწვევის აღდგენის უახლოესი გეგმები და კოალიციის გეგმა არ ითვალისწინებს ბუნდესვერის რიგების მკვეთრ ზრდას.
კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ ს მიერ ზე თავდასხმის შემდეგ გერმანიამ უნდა გააძლიეროს თავისი შეიარაღებული ძალები იმდენად, რამდენადაც ეს აუცილებელია და მთავრობას მერცის ხელმძღვანელობით სურს, გერმანიის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერი გახდეს. ამიტომ, ბერლინი ჩქარობს არმიის როგორც პირადი შემადგენლობის რაოდენობის, ასევე დაფინანსების გაზრდას.
თუმცა, სამხედრო სამსახურში გაწვევის აღდგენა გერმანიაში მგრძნობიარე პოლიტიკური საკითხია. გერმანული საზოგადოების უმრავლესობა კვლავ უარყოფითად უყურებს სამხედრო სამსახურში გაწვევის აღდგენას და სამხედრო ძალის გაძლიერებას. თავის კვალს ტოვებს მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში რემილიტარიზაციის კატასტროფული შედეგების ხსოვნა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – წლების განმავლობაში რომ ამხელა თანხების მითვისებაზე იყო ლაპარაკი, ყველამ იცოდა, ყოველ შემთხვევაში, იმ ადამიანებმა, ვინც გადაწყვეტილებებს იღებენ, იცოდნენ, რა მექანიზმებიც არსებობდა