გერმანიის მთავრობა – უკრაინას შეუძლია ხარკოვის სასაზღვრო რეგიონის დასაცავად გერმანული იარაღი გამოიყენოს

კიევს შეუძლია გამოიყენოს გერმანიის მიერ მიწოდებული იარაღი, რათა დაიცვას თავი, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, უკრაინის ჩრდილოეთ სასაზღვრო რეგიონზე, ქალაქ ხარკოვის გარშემო დან განხორციელებული თავდასხმებისგან, – Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის მთავრობის პრესსპიკერმა განაცხადა.
მისი თქმით, გერმანიამ თავის მოკავშირეებთან ერთად განიხილა თავდასხმები, რომელსაც რუსეთი საკუთარი ტერიტორიიდან უკრაინის ჩრდილოეთ სასაზღვრო რეგიონის წინააღმდეგ, ქალაქ ხარკოვის გარშემო, ახორციელებს.
„ჩვენ ერთობლივად ვართ დარწმუნებული, რომ ს აქვს საერთაშორისო სამართლით გარანტირებული უფლება, დაიცვას თავი ამ თავდასხმებისგან. ამისთვის მას ასევე შეუძლია გამოიყენოს ამ მიზნით მიწოდებული იარაღი, მათ შორის, ჩვენს მიერ მიწოდებული, თავისი საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების შესაბამისად“, – აღნიშნა გერმანიის მთავრობის პრესსპიკერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – საელჩოებმა და უცხოელმა აქტორებმა თავის დაფინანსებულ „ენჯეოებსა“ და პარტიებს, როლებსაც ხშირად ეხუტებიან ოპოზიციიდან, უნდა მოუწოდონ, არჩევნები აღიარონ, ეს არის დემოკრატია