გერმანიის მთავრობა სამხედრო სამსახურის ახალ გეგმაზე შეთანხმდა, რომლის მიზანი ჯარისკაცების რაოდენობის გაზრდაა

გერმანიის კოალიციური მთავრობა, პოლიტიკურ ძალებს შორის თვეების განმავლობაში მიმდინარე დაპირისპირების შემდეგ, სამხედრო სამსახურის ახალ გეგმაზე შეთანხმდა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
სამხედრო სამსახურის ახალი გეგმა, რომლის მიზანი ჯარისკაცების რაოდენობის გაზრდაა, ყველა 18 წლის მამაკაცს ავალდებულებს, შეავსონ კითხვარი სამხედრო სამსახურისთვის მათი ვარგისიანობის შესახებ და 2027 წლიდან სამედიცინო შემოწმება გაიარონ.
მოსალოდნელია, რომ კანონმდებლები გეგმას 2025 წლის ბოლომდე უყრიან კენჭს.
ბუნდესვერს ამჟამად დაახლოებით 182 000 ჯარისკაცი ჰყავს. სამხედრო სამსახურის ახალი მოდელის მიზანია ეს რიცხვი მომდევნო წლის განმავლობაში 20 000-ით გაიზარდოს, ხოლო მომდევნო 10 წლის განმავლობაში 255 000-260 000-მდე, რასაც დაახლოებით 200 000 რეზერვისტი დაემატება.