გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის ოფიციალური წარმომადგენლის მოადგილის, კრისტიანე ჰოფმანის თქმით, გერმანიის მთავრობა “გარკვეული სინანულით” უყურებს ფაქტს, რომ საქართველოში საზოგადოების ნეგატიური რეაქციის მიუხედავად, ქართული ოცნება აპირებს განიხილოს უცხოური გავლენის კანონპროექტის გავლენა. ამის შესახებ პოლიტიკოსმა გერმანულ მედია DW-სთან ისაუბრა.
ჰოფმანმა ხაზი გაუსვა, რომ “საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს უსიტყვოდ დადო პირობა, რომ დღის წესრიგიდან მოხსნიდნენ ამ კანონპროქტს” და დაამატა: “ჩვენ ხომ ვიცით, რომ საქართველო მიდის რეფორმების გზით ევროკავშირის წევრობის გზაზე და აცხადებს, რომ ერთგულია ამავე ევროპული ღირებულებების”.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში კი აღნიშნეს, რომ ქართული ოცნების გადაწყვეტილება “სინანულითა” და “განგაშით” მიიღეს. საგარეო უწყების სპიკერმა, სებასტიან ფიშერმა ხაზი გაუსვა, რომ ამ კანონპროექტის წინააღმდეგ გასულ წელს დიდი საპროტესტო აქციები გაიმართა.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველომ გასულ წელს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, “ისტორიული შანსი” მიიღო. მან ასევე აღნიშნა, რომ ჩამოერთმევა თუ არა საქართველოს სტატუსი “უცხოური გავლენის აგენტების” კანონის მიღების შედეგად, ევროკავშირის სხვა წევრებთან კონსულტაციით გადაწყდება.
12 აპრილს გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცსა და პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის შეხვედრა გაიმართება.