გერმანიის მთავრობამ ირანთან კავშირის გამო ჰამბურგის ისლამური ცენტრი აკრძალა

გერმანიის მთავრობამ აკრძალა ჰამბურგში დაფუძნებული ორგანიზაცია და მისი შვილობილი ორგანიზაციები, რომლებიც, შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, ავრცელებენ ირანის ხელისუფლების იდეოლოგიასა და მხარს უჭერს ტერორისტულ ორგანიზაცია ჰეზბოლას.
აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილების პარალელურად პოლიციამ ქვეყნის მასშტაბით 53 რეიდი ჩაატარა.
შინაგან საქმეთა მინისტრის, ს თქმით, რეიდების შედეგად ამოღებული მასალით მტკიცდება ის ეჭვები, რაც ამ ორგანიზაციის მიმართ არსებობდა.
”ჰამბურგის ისლამური ცენტრი გერმანიაში ავრცელებს ისლამისტურ-ექსტრემისტულ და ტოტალიტარულ იდეოლოგიას. [ის და მისი შვილობილი ორგანიზაციები] ასევე მხარს უჭერენ ჰეზბოლას ტერორისტებსა და ავრცელებენ აგრესიულ ანტისემიტიზმს” – თქვა ფეზერმა.