გერმანიის კოალიციური მთავრობა დაიშალა

გერმანიაში მმართველი “შუქნიშნის კოალიცია” დაიშალა. ამის შესახებ ინფორმაცია დოიჩე ველემგაავრცელა.
გერმანული მედიის ცნობით, კოალიციის დაშლის მიზეზი გახდა ის, რომ მისი წევრები, სოციალ-დემოკრატიული პარტია (SPD), თავისუფალი დემოკრატიული პარტია (FDP) და ალიანსი 90/მწვანეები, 2025 წლის ბიუჯეტზე ვერ შეთანხმდნენ.
კოალიციის დაშლამდე გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ფინანსთა მინისტრი, კრისტიან ლინდნერი, რომელიც „თავისუფალი დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარეა.
მისი თქმით, ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა “უღალატა შოლცის ნდობას” და დააყენა თავისი პარტიის ინტერესები ქვეყნის ინტერესებზე მაღლა.
თავისი მთავრობის ნდობის საკითხს ბუნდესტაგში კენჭისყრაზე 15 იანვარს დააყენებს, რათა მარტში ვადამდელი ს ჩატარება შეძლოს. ამის შესახებ შოლცმა ოთხშაბათს, 6 ნოემბერს საღამოს განაცხადა. თუ დეპუტატები მხარს დაუჭერენ შოლცის მთავრობას, ქვეყანაში არჩევნები 2025 წლის სექტემბრის ნაცვლად, ვადამდელი თარიღით ჩატარდება.
კანცლერის თქმით, ის და ვიცე-კანცლერი რობერტ ჰაბეკი თანხმდებიან, რომ გერმანიას სჭირდება მისი მომავალი პოლიტიკური კურსი სწრაფად გახდეს ცხადი.
თავისუფალმა დემოკრატებმა (FDP) განაცხადეს, რომ მათი ყველა მინისტრი დატოვებს “დამსხვრეულ კოალიციას”.
მწვანეთა ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა განაცხადა, რომ პარტია მთავრობას არ დატოვებს და მისი მინისტრები თანამდებობებზე დარჩებიან.