გერმანიის კანცლერობის კონსერვატორი კანდიდატი კიევში ჩავიდა

გერმანიის კანცლერობის კანდიდატი ოპოზიციური ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა და ქრისტიან-სოციალური კავშირის ბლოკიდან, ფრიდრიხ მერცი, 9 დეკემბერს კიევში ჩავიდა.
კიევში ჩასვლისას მან თქვა, რომ ვიზიტის დროს აპირებს გაეცნოს უკრაინის თავდაცვის მდგომარეობას და მიიღოს ინფორმაცია იმის შესახებ, რა შეუძლია გააკეთოს გერმანიამ უკრაინის დასახმარებლად ს აგრესიის მოსაგერიებლად.
„გვსურს, რომ ეს საშინელი ომი დასრულდეს რაც შეიძლება მალე და ევროპაში მშვიდობა აღდგეს“, – განაცხადა მერცმა და დასძინა, რომ მისი სურვილია, დაარწმუნოს უკრაინის ხელისუფლება თავისი კონსერვატიული ბლოკის მხარდაჭერაში.
„თუ ძლიერი იქნება, პუტინი მზად იქნება მოლაპარაკებისთვის, – თქვა მერცმა, – თუ უკრაინისთვის ჩვენი მხარდაჭერა შესუსტდა, ეს ომი დიდხანს გაგრძელდება. თუ უკრაინისთვის ჩვენი დახმარება თანმიმდევრული იქნება, ომი მალე დასრულდება“.
ადრე მერცმა გააკრიტიკა გერმანიის კანცლერი უკრაინისთვის შორი მოქმედების იარაღის მიწოდების საქმეში მერყევი პოზიციისთვის.
შოლცისგან განსხვავებით, მერცი არ გამორიცხავს უკრაინის არმიისთვის „ტაურუსის“ ტიპის შორი მოქმედების რაკეტების მიწოდებას, რასაც დიდი ხანია ითხოვს, რათა დაიცვას თავისი ინფრასტრუქტურა რუსეთის თავდასხმისგან.
„ფრთოსანი რაკეტები – „ ტაურუსები“ – უკრაინას შესაძლებლობას მისცემდა, სერიოზულად გადაეკეტა რუსეთის არმიის მომარაგების გზები“, – მიიჩნევს მერცი.
კანცლერი შოლცი გასულ კვირაში იმყოფებოდა კიევში.
ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა და ქრისტიან-სოციალური კავშირის ბლოკი, რომელმაც წარადგინა მერცი კანდიდატად, გამოკითხვებით წინ არის.
ვადამდელი მომავალ წელს, თებერვალშია დანიშნული.
თავად მერცი კიევში 2022 წლის მაისში იმყოფებოდა.