გერმანიის კანცლერობის კანდიდატი უკრაინაში სამშვიდობოების გაგზავნაზე – ვისურვებდი, რომ ასეთი მანდატის მინიჭება მოხდეს რუსეთთან კონსენსუსით და არა კონფლიქტში

გერმანიის კანცლერობის კანდიდატის, ოპოზიციური ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) ლიდერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, გერმანიას ში სამშვიდობო ძალებში მონაწილეობის განხილვა მხოლოდ ს თანხმობით შეუძლია, – ინფორმაციას უკრაინული მედია Die Zeit-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, გერმანიის სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის საჭიროა მანდატი, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო კანონმდებლობას.
უმთავრესი ფაქტორია რუსეთის თანხმობა, რომლის გარეშეც, მისი აზრით, ასეთი მისიები არ იქნება ეფექტური და შესაძლოა სიტუაციის ესკალაცია მოახდინოს.
თუ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა მოხდება და უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები დასჭირდება, მაშინ ამის განხილვა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგვიძლია, თუ იქნება მკაფიო მანდატი საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. მე მას ახლა არ ვხედავ. ვისურვებდი, რომ ასეთი მანდატის მინიჭება მოხდეს რუსეთთან კონსენსუსით და არა კონფლიქტში“, – განაცხადა მერცმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირის პრესსპიკერის მხრიდან, ქართველი ხალხის ლეგიტიმურ კითხვებზე პასუხის გაცემის ნაცვლად, “რუსულის” იარლიყის მიკერების ტაქტიკის გამოყენება, თავისთავად პასუხია ბევრ რამეზე

პაატა ზაქარეიშვილი – ხაბეიშვილის განცხადება აბსურდული და საშიშია, გამარჯვების შემთხვევაში წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს გავძარცვავთ, ან ფულს გადავუხდითო, ანუ ვიქნებით ბანდიტების ხროვა – მივმართავ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტელექტუალურ ფრთას, გააჩუმონ!