გერმანიის კანცლერმა გამოაცხადა „კლიმატის კლუბის“ შექმნის შესახებ განვითარებადი ქვეყნების დასახმარებლად

გერმანიის კანცლერის თანახმად, იქმნება საერთაშორისო კლუბი, რომლის მიზანია განვითარებად ქვეყნებში დაეხმაროს მრეწველობის იმ სფეროებს, რომლებიც რთული ნარჩენების გადამუშავება უწევთ. ამ სფეროებს, სხვათა შორის, მიეკუთვნება, ფოლადის, ცემენტის და ალუმინის წარმოება.
შოლცის თქმით, საქმე ეხება ერთობლივად შემუშავდეს სწორი სტანდარტები და სტრატეგიები ნახშირორჟანგისგან თავისუფალი მრეწველობის განვითარებისთვის.
„კლიმატის კლუბის“ შემადგენლობაში ამ ეტაპზე 36 წევრი იქნება. კლუბი შეეცდება დააჩქაროს განსაზღვრულ საწარმოებში ატმოსფეროში ნახშირორჟანგის გამოყოფის სტანდარტიზების პროცესის ტექნიკური სამუშაოები და მოხდეს აზრთა გაცვლა- გამოცვლა ნულოვანი ემისიის მისაღწევად, განაცხადა შოლცმა 1 დეკემბერს დუბაიში, სადაც გაეროს კლიმატის კონფერენცია იმართება.
კლუბი შექმნის ასევე პლატფორმას, რათა წევრების საჭიროებისთვის ტექნიკური და ფინანსური ინსტრუმენტების შეთანხმება მოხდეს. Reuters-ს მოჰყავს შოლცის სიტყვები: „ეს საინვესტიციო სიგნალი იქნება არა მხოლოდ გერმანიის მრეწველობისთვის, ის ორიენტირად გადაიქცევა სხვა ქვეყნებისთვის.“

ასევე დაგაინტერესებთ

ტომას ვეიცი – საქართველოს პრემიერი ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა უნდა, ამაზე მეტი ავტორიტარული ქცევის მტკიცებულება რა გსურთ – ეს არ არის ლეგიტიმური ხელისუფლება და ისინი ქვეყანას ევროკავშირს სანტიმეტრითაც ვერ დაუახლოებენ