გერმანიის კანცლერი ტრამპს აკრიტიკებს: აშშ-ს ამჟამინდელ ადმინისტრაციას ევროპის ბედი არ ანაღვლებს

გერმანიის ახლადარჩეული კანცლერი აცხადებს, რომ მისი მიზანია, ქვეყანა -გან აბსოლუტურად დამოუკიდებელი გახადოს. მერცი ამტკიცებს, რომ ამერიკის ამჟამინდელ ხელისუფლებას ევროპელების ბედი არ ანაღვლებთ.

ახლა ჩვენ ერთად ვისაუბრებთ და მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე ჩამოვაყალიბოთ მთავრობა. დანარჩენი მსოფლიო არ გველოდება. მსოფლიოში ყველა დაინახავს, რომ გერმანიას ჰყავს სანდო მთავრობა. დღეს საღამოს ვიზეიმებთ და ხვალიდან განვაახლებთ მუშაობას.  
მე მჭიდრო კომუნიკაცია მაქვს მრავალ პრემიერ-მინისტრთან და ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან და ჩემთვის აბსოლუტური პრიორიტეტია, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაძლიერდეს ევროპა, რათა აშშ-სგან ნაბიჯ-ნაბიჯ დამოუკიდებლობას მივაღწიოთ.
არასდროს ვიფიქრებდი, რომ ტელევიზიით ასეთი რამის თქმა დამჭირდებოდა, მაგრამ წინა კვირას ს მიერ გაკეთებული ბოლო განცხადებების შემდეგ, აშკარაა, რომ ამერიკელებს, ყოველ შემთხვევაში ამ ამერიკელებს, ამ ადმინისტრაციას, მეტწილად არ აინტერესებთ ევროპის ბედი ამა თუ იმ კუთხით. 

ვაშინგტონიდან ჩარევა არანაკლებ მკვეთრი, დრამატული და საბოლოო ჯამში, არანაკლებ თავხედური იყო, ვიდრე ჩარევა, რომელიც მოსკოვიდან ვიხილეთ, – განაცხადა მერცმა. 

შეგახსენებთ, რომ გერმანიის ვადამდელ ფედერალურ არჩევნებში ფრიდრიხ მერცის ქრისტიან-დემოკრატების პარტიამ გაიმარჯვა.

ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, ქრისტიან-დემოკრატების პარტიამ ხმების 29% აიღო. რაც შეეხება ულტრამემარჯვენე პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) მას ამომრჩეველთა 19.5%-მა დაუჭირა მხარი.