გერმანიის კანცლერი ისრაელზე ირანის შესაძლო თავდასხმის საფრთხის გამო შეშფოთებას გამოთქვამს

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა შეშფოთება გამოხატა ისრაელზე ირანის შესაძლო საპასუხო თავდასხმის თაობაზე.
შოლცმა ბერლინში განაცხადა, რომ საფრთხეს, რომელიც წარმოიქმნა, ძალიან სერიოზულად მიიჩნევენ. მანაც და საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმაც ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ირანისთვის ცხადად ეთქვათ, რომ სამხედრო მოქმედებები დაუშვებელია.
კანცლერის ოფისმა ადრე გამოაცხადა, რომ იყო მცდელობები, ჩინეთს შუამავლის როლი ეთამაშა კონფლიქტში. შოლცი ჩინეთს 15 აპრილს ეწვევა.
მზარდი დაძაბულობის ფონია თავდასხმა სირიაში, დამასკში, ირანის დიპლომატიურო შენობაზე 1 აპრილს, რაშიც ირანი ისრაელს ადანაშაულებს.
დარტყმის შედეგად დაიღუპა ორი გენერალი და რევოლუციური გვარდიის სხვა წევრები. ირანი შურისძიებით იმუქრება.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ამ ქვეყანაში არსებობს ორი სახის დეგენერატი. პირველი სახის დეგენერატი არის სოციალურად დაუცველი, რომელიც ამბობს, რომ ბედნიერია დღევანდელი ცხოვრებით და ქოცებს აძლევს ხმას, ხოლო მეორე…