გერმანიის კანცლერი და ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტები მოლდოვას ეწვევიან

გერმანიის კანცლერი და ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტები მოლდოვას ეწვევიან, – ამის შესახებ ინფორმაციას მოლდოვის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
გერმანიის კანცლერი, პრეზიდენტ მაია სანდუს მიწვევით 21 აგვისტოს მოლდოვაში ჩავა.
მოლდოვის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ოლაფ შოლცის ვიზიტი გერმანიასა და მოლდოვას შორის მჭიდრო ორმხრივ ურთიერთობებს ადასტურებს.
ასევე, 27 აგვისტოს, მოლდოვის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ესტონეთის პრეზიდენტი ალარ კარისი, ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩსი და ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა კიშინიოვს ეწვევიან.
ipn.ge

ასევე დაგაინტერესებთ

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”