გერმანიის კანცლერი აცხადებს, რომ ბუნდესვერის ოფიცრების საუბრის ჩანაწერის გაჟონვასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს

გერმანიის კანცლერი, აცხადებს, რომ ბუნდესვერის ოფიცრების საუბრის ჩანაწერის გაჟონვასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
„ის, რაც ვრცელდება, ძალიან სერიოზული საკითხია და ამიტომ გამოძიება ძალიან ფრთხილად, ინტენსიურად და სწრაფად მიმდინარეობს“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.
გუშინ, ს პროპაგანდისტული ტელევიზიის, RT-ის მთავარმა რედაქტორმა, მარგარიტა სიმონიანმა გერმანელი მაღალი რანგის ოფიცრების საუბრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა.
გავრცელებულ აუდიოჩანაწერში გერმანელი ოფიცრები უკრაინისთვის Taurus-ის რაკეტების გადაცემას განიხილავენ.