გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიულმა და ქრისტიან-სოციალურმა კავშირმა (CDU/CSU) და სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ (SPD) მიაღწიეს მწვანეებთან შეთანხმებას “ვალების პაკეტის“, გარშემო.
საქმე სხვათა შორის, ეხება თავდაცვის სფეროსა და ინფრასტრუქტურისთვის მილიარდობით ევროს გამოყოფას.
შეთანხმების დეტალების თაობაზე ოფიციალურად ცნობა არ გავრცელებულა.
შეთანხმებით, დაკმაყოფილდა მწვანეების მოთხოვნა, რომ დაგეგმილი განსაკუთრებული ფონდის თანხები მხოლოდ მიზნობრივად და არა სარჩევნო დაპირებებისთვის დაიხარჯოს.
4 მარტს შეთანხმდნენ ქრისტიან-დემოკრატებისა და ქრისტიან-სოციალური პარტიის კავშირი და სოციალ-დემოკრატიები 500 მილიარდი ევროს ოდენობის მეორე სპეციალური ინფრასტრუქტურის ფონდის, ამოქმედებაზე.
ამ წამყვანი პარტიების შეთანხმებაზე, რომლებსაც საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვთ ჯერ კიდევ მოქმედ ბუნდესტაგში, ჯერ კომიტეტი იმსჯელებს და მას შემდეგ პარლამენტი დაამტკიცებს.
მათი გეგმის განხორციელებისთვის საჭიროა მთავარი კანონის შეცვლა და ამისთვის CDU/CSU-სა და სოციალ-დემოკრატებს პარლამენტში ხმების ორი მესამედი დასჭირდებათ, რაც მხოლოდ მწვანეების დახმარებით არის შესაძლებელი.
მთავარი კანონის შესაცვლელად მანდატების ასევე ორი მესამედია ფედერალურ საბჭოში – ბუნდესრატში საჭირო.
გერმანიის ახალ, 21-ე ბუნდესტაგში, რომელიც ჯერ არ შესდგომია მუშაობას, პარტიას ალტერნატივა გერმანიისთვის და მემარცხენეებს მთავარი კანონის შეცვლის დაბლოკვისთვის უმცირესობა აქვთ. ამიტომ, განსაკუთრებული ფონდის შესახებ კანონი მიღებულ უნდა იქნეს ამჟამად მოქმედი პარლამენტის მიერ.
გზების, რკინიგზისა და ხიდების გასარემონტებლად, ასევე სხვა საკითხებთან ერთად, 500 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი უნდა იქნას აღებული, რომელიც ათი წლით შექმნილ სპეციალურ ამ ფონდში გადაირიცხება.
აქედან 100 მილიარდი ევრო განკუთვნილია ფედერალური სახელმწიფოებისა და მუნიციპალიტეტებისთვის. ინფრასტრუქტურის გაძლიერების გარდა, CDU/CSU-ს და SPD-ს სურთ დახარჯონ ფული ტრანსპორტისა და ენერგეტიკის ქსელებზე, საავადმყოფოებზე, საგანმანათლებლო დაწესებულებებზე და დიგიტალიზაციაზე. ამ ფონდიდან დაიგეგმა 100 მილიარდი ევროს კლიმატის და გარდაქმნის ფონდებში დახარჯვა.
თანხას უნდა “სპეციალური ფონდი” არ არის არსებული თანხა, არამედ დამატებითი დავალიანება. ეს დამატებითი ბიუჯეტი მოითხოვს ძირითადი კანონის მუხლს და აღმასრულებელ კანონს. მან უნდა განსაზღვროს, რას უნდა მოხმარდე თანხები რა ვადაში უნდა დაიფაროს დავალიანება.