გერმანიის იუსტიციის მინისტრი მოქალაქეებს კატეგორიულად აფრთხილებს, რუსეთში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ

გერმანიის იუსტიციის მინისტრი, მარკო ბუშმანი მოქალაქეებს კატეგორიულად აფრთხილებს, რუსეთში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ. მისი თქმით, რუსეთში დიდი ხანია არავინ გრძნობს თავს უსაფრთხოდ.
„კატეგორიულად გირჩევთ, არ გაემგზავროთ ისეთ ქვეყანაში, სადაც არავინ არის უსაფრთხოდ, თუ ეს მოგზაურობა აბსოლუტურად აუცილებელი არ არის”, – აღნიშნა ბუშმანმა.
მისი თქმით, არ შეიძლება შიშის უგულებელყოფა, რომ კრემლის მმართველმა ვლადიმერ პუტინმა კიდევ უფრო მეტი უცხოელი დაიჭიროს, რათა კიდევ მეტი პოლიტიკური პატიმარი ჰყავდეს.
პატიმართა ბოლოდროინდელი გაცვლის ფაქტის კომენტირებისას ბუშმანმა აღნიშნა, რომ ბოლო მომენტამდე მას ეჭვი ეპარებოდა, რომ ს ფედერაცია შეთანხმების თავის ნაწილს შეასრულებდა.
გერმანიის იუსტიციის მინისტრის თქმით, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ხშირად იყენებს შხამს „პირდაპირ ან ირიბად ადამიანების სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის“ ზიანის მისაყენებლად.
“ყველაზე მეტად მაღელვებდა ის, რომ რუსეთს არ მოეწამლა ისინი გაფრენის წინ, მაგრამ იმის მიხედვით, რაც ამ მომენტისთვის ვიცით, მადლობა ღმერთს, ეს ასე არ არის”, – დასძინა ბუშმანმა.
შეგახსენებთ, ანკარაში რუსეთსა და დასავლეთს შორის 26 დაკავებული პირის გაცვლა მოხდა, რომლებიც შვიდი სხვადასხვა ქვეყნის საპატიმროებში იმყოფებოდნენ – -ში, გერმანიაში, პოლონეთში, სლოვენიაში, ნორვეგიაში, რუსეთსა და ბელარუსში. გაცვლის ოპერაციის ფარგლებში 10 დაკავებული, მათ შორის ორი ბავშვი, რუსეთს გადაეცა, 13 დაკავებული – გერმანიას, სამი დაკავებული – აშშ-ს.

ასევე დაგაინტერესებთ

„ქართული ოცნება“: ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებით წარმოჩინდება, რომ დიდი ბრიტანეთი „დიფ სთეითმა“, იგივე „გლობალურმა ომის პარტიამ“ მორიგ სათამაშოდ აქცია, როგორც უკრაინა, ლიეტუვა, ესტონეთი და ევროპარლამენტი

ევროპარლამენტარები: „ქართული ოცნება“ თავსაც აღარ აჩვენებს, თითქოს ევროპული მომავალი სურს – მოვუწოდებთ ევროკავშირს პერსონალური სანქციები დაუწესონ ივანიშვილსა და კობახიძეს – შეჩერდეს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭო