გერმანიის თავდაცვის მინისტრი: რუსეთმა „საინფორმაციო ომი“ გააჩაღა

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა 3 მარტს განაცხადა, რომ რუსეთს „საინფორმაციო ომი“ აქვს გაჩაღებული, რომლის მიზანია არის გერმანიის შიგნით უთანხმოების გაღვივება.
ეს იყო პისტორიუსის პირველი რეაქცია ს მედიის მიერ გერმანიის მაღალი რანგის სამხედრო ოფიცრების შეხვედრის ჩანაწერის გამოქვეყნებაზე.
გერმანიის ხელისუფლება მომხდარს იძიებს, როგორ მოხვდა რუსეთის ხელში გერმანელი ოფიცრების საუბრის ჩანაწერი.
საუბარში, რომელიც ონლაინ გაიმართა 19 თებერვალს და გერმანიის რადიოს – “დოიჩლადფუნკის” თანახმად, თავდაცვის მინისტრის განცხადების მზადებას წარმოადგენდა, და რომელიც მოსკოვმა მოისმინა და გამოაქვეყნა, გერმანიის საჰაერო თავდაცვის ოფიცრები, სხვათა შორის, არ ეთანხმებიან გერმანიის კანცლერის, ს ნათქვამს, რომ ში რუსეთის წინააღმდეგ „ტაურუსის“ ტიპის რაკეტების გამოყენებისთვის იქ გერმანელი სამხედროების ყოფნაა საჭირო.
ოფიცრები ასევე განიხილავენ “ტაურუსით” ქერჩის ხიდის დაბომბვას, რომელიც რუსეთის ტერიტორიას აკავშირებს მოსკოვის მიერ ანექსირებულ, უკრაინის ნახევარკუნძულ ყირიმთან.
დე-პე-ა-ს თანახმად, ოფიცრების ონლაინ საუბრისას გამოყენებული იყო Webex-ი, საკომუნიკაციო პლატფორმა.