გერმანიის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა

დღეს, 14 იანვარს, უკრაინაში ჩავიდა გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი. ის კიევში მოლაპარაკებას გამართავს უკრაინის ხელისუფლების პირველ პირებთან.
პისტორიუსმა სააგენტო dpa-ს განუცხადა, რომ კიევში ვიზიტით კიდევ ერთხელ სურს იმის ჩვენება, რომ გერმანია აქტიურად განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას.
თავდაცვის მინისტრის თანახმად, ვიზიტი იმის სიგნალია, რომ გერმანია, როგორც ევროპაში ნატოს უმსხვილესი ქვეყანა, უკრაინის გვერდით დგას სხვა მოკავშირეებთან ერთად.
კიევში ჩასვლამდე ბორის პისტორიუსმა ვარშავაში პოლონეთის, საფრანგეთის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრებთან ერთად განიხილა რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის შემდგომი სამხედრო დახმარების საკითხი.
ევროპაში შიშობენ, რომ -ის ახალი პრეზიდენტი უკრაინის სამხედრო დახმარებას შეზღუდავს.
ევროკავშირის სახელმწიფოებიდან უკრაინას ყველაზე დიდ სამხედრო დახმარებას გერმანია უწევს.
ამასთან, კანცლერმა ოლაფ შოლცმა უარი თქვა უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედების რაკეტების, Taurus-ის მიწოდებაზე.
კიევმა გერმანიის კანცლერი გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან სატელეფონო საუბრის გამოც, რომელიც 15 ნოემბერს გაიმართა. უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ შოლცმა პანდორას ყუთი გახსნა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ლაპიაშვილი: ქართველების გადახდილი გადასახადებით, ანუ საბუჯეტო სახსრებით კონკრეტულად რას უპირებენ საქართველოს მომავალ თაობებს, უნდა დეტალურად თქვან. სხვა შემთხვევაში, ეჭვები “კეთილ სურვილებთან” უფრო გაღრმავდება

“გამოდის რომ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენა უნდა გვაზეიმონ. შაჰ აბასმა ლაშქრობების დროს ნახევარი საქართველო ააოხრა და კახეთის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ძალადობრივად გადაასახლა ირანში”