გერმანიის ვიცე-კანცლერი კიევში ჩავიდა

გერმანიის ვიცე-კანცლერი და ფინანსთა მინისტრი, ლარს კლინგბეილი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ლარს კლინგბეილმა ში ჩასვლისთანავე განაცხადა, რომ ს ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა უნდა იცოდეს, რომ უკრაინის მიმართ გერმანიის მხარდაჭერა არ შემცირდება.
„პუტინს არ უნდა ჰქონდეს ილუზიები, რომ გერმანიის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ შეიძლება გაქრეს. პირიქით: ჩვენ ვრჩებით უკრაინის მეორე უმსხვილესი პარტნიორი მსოფლიოში და უდიდესი ევროპაში. უკრაინას შეუძლია გერმანიას მომავალშიც დაეყრდნოს“, – განაცხადა კლინგბეილმა.
მისი თქმით, უკრაინა ჩართული უნდა იყოს სამშვიდობო მოლაპარაკებებში და რომ ხანგრძლივი მშვიდობისთვის აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტა და საიმედო უსაფრთხოების გარანტიები.
„ამ მიზნით, საერთაშორისო დონეზე ჩვენი ქმედებების მჭიდრო კოორდინაციას ვახდენთ“, – განაცხადა გერმანიის ვიცე კანცლერმა.