გერმანიის ვიცე-კანცლერი დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებულ ტარიფებზე – არ დავშანტაჟდებით და ევროპული პასუხი იქნება

გერმანიის ფინანსთა მინისტრისა და ვიცე-კანცლერის ლარს კლინგბეილის განცხადებით, -ის პრეზიდენტი  ევროპელ პარტნიორებს ტარიფებით ვერ დააშანტაჟებს.

მისი თქმით, გერმანია ყოველთვის გაუწვდის ხელს -ს საერთო გადაწყვეტილებების მოსაძებნად, მაგრამ ბერლინი ამ საკითხში ვაშინგტონს ვერ დაეთანხმება.

„ამიტომ ძალიან მკაფიო სიგნალია: არ დავშანტაჟდებით და ევროპული პასუხი იქნება“, – აღნიშნა მინისტრმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ გრენლანდიაზე უთანხმოების გამო, დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, დიდ ბრიტანეთს, ნიდერლანდებსა და ფინეთს 10%-იან ტარიფებს უწესებს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, აღნიშნულ ქვეყნებს 2026 წლის 1-ელი თებერვლიდან 10%-იანი ტარიფები დაუწესდებათ, 1-ელი ივნისიდან კი ტარიფები 25%-მდე გაიზრდება და იქამდე იმოქმედებს, სანამ “გრენლანდიის სრულ და მთლიან შესყიდვაზე არ იქნება მიღწეული შეთანხმება”.