გერმანიის ელჩმა, პიტერ ფიშერმა პარლამენტთან მოშიმშილეები მოინახულა.
“ადამიანური თანაგრძნობაა შიმშილობაში მყოფ პოლიტიკოსთან კომუნიკაცია. ელენე ხოშტარია და გედევან ფოფხაძე, ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი.
“თუ ჩვენთან არ ხარ, მტერი ხარ”-ს ატმოსფეროს პოპულარიზაცია ხდება. ეს მენტალიტეტი დემოკრატიის საწინააღმდეგოა და “ევროკავშირი 2030 წლისთვის” ილუზიად აქცევს”, – წერს ის X-ზე.
გუშინ, 27 ივნისს ელენე ხოშტარიამ შიმშილობა დაიწყო. მას დღეს გედევან ფოფხაძე და რამდენიმე აქტივისტი შეუერთდა.
