გერმანიის ელჩმა პარლამენტთან მოშიმშილეები მოინახულა

შიმშილობა თავდაპირველად წუხელ, 27 ივნისს გამოაცხადა ელენე ხოშტარიამ. მას დღეს შეუერთდა გედევან ფოფხაძე. მოგვიანებით შიმშილობა გამოაცხადა სამმა აქტივისტმა: ბაჩო კუციამ, ვასილ ელიავამ და გიორგი სტეპანოვმა.
ელჩ ფიშერს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ ელჩმა მათ სოლიდარობა გამოუცხადა:
„მადლიერები ვართ. დიპლომატიური კორპუსი, რომ ასეთ ყურადღებას იჩენს ამ აქციის მიმართ, ეს თავისთავად ჩვენთვის ბევრს ნიშნავს იმიტომ, რომ სწორედ ევროპისთვის ბრძოლის გამო არის, რაც საქართველოში ხდება“.
ფოფხაძის თქმითვე, ელჩი ფიშერი დაინტერესდა, „ყოფილი კოლეგები თუ დაინტერესდნენ ჩემი მდგომარეობით. სამწუხაროდ, არა, მაგრამ კარგია, რომ ევროპელ დიპლომატებს ესმით, ასეთი სიტუაციის დროს, რომ უნდა დაინტერესდეს ყოფილი კოლეგა შენი მდგომარეობით“, – უთხრა „ტვ პირველს“ ფოფხაძემ, რომელიც წლების წინ „ქართული ოცნების“ წევრი იყო.
ფორუმი