გერმანიის ელჩი რუსეთში: პუტინს მოლაპარაკებები არ სურს

გერმანიის ელჩმა რუსეთში, ალექსანდრე გრაფ ლამბსდორფმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს მოლაპარაკებები არ სურს.
„პუტინმა თავისი ომის მიზნები ახლახან დაადასტურა, მას მოლაპარაკებები საერთოდ არ სურს”, – განაცხადა ლამბსდორფმა.
გერმანიის ელჩმა მოსკოვში აღნიშნა, რომ 2024 წლის ს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პუტინი თავის პოზიციებს არ შეიცვლის.
შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინმა 14 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომი დასრულდება მაშინ, როდესაც რუსეთი ყველა მიზანს მიაღწევს.

ასევე დაგაინტერესებთ

სოციალური მედია: შვილის ემოციური დასკვნითი სიტყვის დროს მისი მამა, რომელიც მღვდელია და აშკარად არ იზიარებს შვილის იდეებს, წამოდგა და დავითს გაღიზიანებულმა უთხრა “რეებს ლაპარაკობ, საქმეზე გადადიო” და დარბაზიდან ასე გავიდა