გერმანიის ელჩი, რომელიც ანტიქართული განცხადებებით გამოირჩევა, ბინას ხაზარაძის მეუღლისგან ქირაობს. არ არსებობს ქირავნობის ხელშეკრულება, რაც ხაზარაძეების ოჯახის მიერ გადასახადების დამალვას ნიშნავს – ხაზარაძე საკუთარ, ხანდაზმული თაღლითის სტატუსს ამტკიცებს
ხაზარაძე სახელმწიფოს გადასახადებს უმალავს და საკუთარ, ხანდაზმული თაღლითის სტატუსს ამტკიცებს. როგორც ცნობილი ხდება, გერმანიის ელჩი, რომელიც ანტიქართული განცხადებებით გამოირჩევა, ბინას ხაზარაძის მეუღლისგან ქირაობს. არ არსებობს ქირავნობის ხელშეკრულება, რაც ხაზარაძეების ოჯახის მიერ გადასახადების დამალვას ნიშნავს, – წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე „ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერზე, მამუკა ხაზარაძეზე.
ჩიხელიძის თქმით, გერმანიის ელჩმა კიდევ ერთხელ დაარღვია საერთაშორისო ნორმები, რამდენადაც სახლი ოპოზიციონერი პოლიტიკოსისგან, იგივე დაინტერესებული მხარისგან იქირავა.
„ ხაზარაძე სახელმწიფოს გადასახადებს უმალავს და საკუთარ, ხანდაზმული თაღლითის სტატუსს ამტკიცებს.
როგორც ცნობილი ხდება, გერმანიის ელჩი, რომელიც ანტიქართული განცხადებებით გამოირჩევა, ბინას ხაზარაძის მეუღლისგან ქირაობს. არ არსებობს ქირავნობის ხელშეკრულება, რაც ხაზარაძეების ოჯახის მიერ გადასახადების დამალვას ნიშნავს.
მეორეს მხრივ გერმანიის ელჩმა კიდევ ერთხელ დაარღვია საერთაშორისო ნორმები და სახლი ოპოზიციონერი პოლიტიკოსისგან, დაინტერესებული მხარისგან იქირავა. რაც საერთაშორისო, დიდი სკანდალის წინაპირობაა!
აქვე ერთი საინტერესო ფაქტია, გერმანიის საელჩო კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს, რაც გერმანული დიპლომატიური მისიის სრული კრახი არის! არ შეიძლება ჩახვიდე სუვერენულ ქვეყანაში, იქ ისე მოიქცე როგორც მესამე დონის ქვეყანაში, ჩაერიო მის პოლიტიკაში, უგულებელყო წესები და შემდეგ კითხვებსაც არ უპასუხო. ეს ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა“,- წერს ჩიხელიძე.
Previous: საერთაშორისო კანონმდებლობით, ელჩს ეკრძალება მასპინძელ ქვეყანაში ადგილობრივი პოლიტიკოსისგან სახლის/ბინის ქირაობა, გერმანელი დიპლომატი, პეტერ ფიშერი კი ხაზარაძეების მდგმურია. ისიც უცნობია გააფორმა თუ არა გერმანის ელჩმა შესაბამისი ხელშეკრულება
