გერმანიის ელჩი – პუტინს მოლაპარაკებები არ სურს

პუტინს მოლაპარაკებები არ სურს, – ამის შესახებ გერმანიის ელჩმა რუსეთში, ალექსანდრე გრაფ ლამბსდორფმა განაცხადა.
„პუტინმა თავისი ომის მიზნები ახლახან დაადასტურა, მას მოლაპარაკებები საერთოდ არ სურს“, – განაცხადა ლამბსდორფმა.
გერმანიის ელჩმა მოსკოვში აღნიშნა, რომ 2024 წლის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პუტინი თავის პოზიციებს არ შეიცვლის.
შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინმა 14 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომი დასრულდება მაშინ, როდესაც ყველა მიზანს მიაღწევს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ბოკერია – „ოპოზიციური ალიანსის“ ამოცანაა იმ ხარისხის მშვიდობიანი პროტესტი, რომელიც რეჟიმს აიძულებს, დათმოს ძალაუფლება – როდესაც პოლიტიკურად კედელთან იქნებიან მიყენებული, მოლაპარაკებები რეალური იქნება