გერმანიის ელჩის გაწვევა საქართველოს პრორუს პრემიერ-მინისტრსა და პეტერ ფიშერს შორის ხანგრძლივი ესკალაციის კულმინაციაა – Spiegel

საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერს გაწვევა საქართველოს პრორუს პრემიერ-მინისტრ ირაკლი სა და პეტერ ფიშერს შორის ხანგრძლივი ესკალაციის კულმინაციაა, – ამის შესახებ გამოცემა Spiegel-ი იუწყება.
გამოცემა წერს, რომ სექტემბრის შუა რიცხვებში კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ფიშერი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულეს და მისი გაძევება საჯაროდ განიხილეს.
Spiegel-ის სტატიაში წერია, რომ ფიშერმა საქართველოს მთავრობის ავტორიტარული სტილი საჯაროდ არაერთხელ გააკრიტიკა. ამასთან, დიპლომატს პრობლემები შეექმნა ოპოზიციური ფიგურების სასამართლო სხდომებზე დასწრების გამო. თვეების განმავლობაში საქართველოს მთავრობამ ფიშერი მკაცრად გააკრიტიკა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სახლის დაქირავების შემდეგ.
გამოცემა ხაზს უსვამს, რომ ფიშერი არ არის ევროკავშირის ერთადერთი წარმომადგენელი, რომელთანაც საქართველოს მთავრობას უთანხმოება აქვს. სტატიაში აღნიშნულია, რომ გასული კვირის ხუთშაბათს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი დააჯარიმა მას შემდეგ, რაც მან მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებს სოლიდარობა გამოუცხადა.