გერმანიის ეკონომიკა ბოლო 3 წლის განმავლობაში პირველად შენელდა

გერმანიის ეკონომიკა 2023 წლის ბოლოს წინასწარი მონაცემებით 0,3%-ით შემცირდა.
გერმანიის ფედერალური სტატისტიკური სამსახურის (Destatis) მონაცემებით, ქვეყნის მშპ პირველად 2020 წლის პანდემიის შემდეგ დაეცა, 2021 წელს ის 3,2%-ით გაიზარდა, ხოლო 2022 წელს 1,8%-ით.
გასულ წელს გერმანიის ეკონომიკა რამდენიმე ფაქტორმა შეანელა. Deutsche Welle წერს, რომ ამის მიზეზი მაღალი ინფლაცია იყო, რის გამოც ოჯახებში მოხმარება შეაჩერა და ევროპის ცენტრალური ბანკი (ECB) ფასების და საპროცენტო განაკვეთების რეკორდულ ზრდას ებრძოდა.
ამავდროულად, სუსტმა გლობალურმა პირობებმა ექსპორტიორებს ცხოვრება გაურთულა. პოლიტიკური არასტაბილურობის ფაქტორებმა უარყოფითი გავლენა მოახდინა გერმანიის ეკონომიკაზე. ეს ფაქტორებია: ომები სა და ახლო აღმოსავლეთში და ასევე გერმანიის მთავრობაში ბიუჯეტთან დაკავშირებული კონფლიქტები.
ექსპერტების თქმით, წლევანდელი პერსპექტივები ბუნდოვანია.
DIW პროგნოზირებს გერმანიის მშპ-ს 0,6%-იან ზრდას 2024 წლისთვის, მაგრამ სხვა ეკონომისტები ბევრად უფრო პესიმისტურები არიან. Commerzbank-ის მთავარი ეკონომისტი იორგ კრემერი მშპ-ს ახალ 0,3%-იან შემცირებას ელის.
ამავდროულად, ფედერალური სტატისტიკური სამსახური იტყობინება, რომ მიუხედავად მაღალი საპროცენტო განაკვეთებისა და სუბსიდირებული ენერგიის იმპორტისა, გერმანიამ მოახერხა გასულ წელს ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება. 2023 წელს სახელმწიფო ხარჯებმა შემოსავლებს 82,7 მილიარდი ევროთი გადააჭარბა. ეს 14 მილიარდი ევროთი ნაკლებია 2022 წელთან შედარებით.