გერმანიის ეგზიტპოლები მიუთითებს კონსერვატორთა ლიდერობაზე, ულტრამემარჯვენეებს ყველაზე მაღალი შედეგი აქვთ ომის შემდეგ

გერმანიაში 23 თებერვალს ჩატარებული ს ეგზიტპოლები მიუთითებს ოპოზიციონერი ფრიდრიხ მერცის კონსერვატორთა ლიდერობაზე, ხოლო “ალტერნატივა გერმანიისთვის” აჩვენებს ულტრამემარჯვენე ძალების ყველაზე მაღალ შედეგს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
საზოგადოებრივი მაუწყებლების, ARD-სა და ZDF-ის ეგზიტპოლებით კანცლერ ს სოციალ-დემოკრატებს საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე ცუდი მაჩვენებელი ექნებათ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში და ისინი მესამე ადგილზე გავლენ.
ეგზიტპოლების შედეგებით – რომლებიც საარჩევნო უბნების დახურვისთანავე გამოქვეყნდა – მერცის ბლოკს აქვს ხმების 28.5-29%, ხოლო “ალეტარნატივას გერმანიისთვის”, იგივე AfD-ს, ხმების 19.5-20%, რაც 2021 წლის შედეგის დაახლოებით გაორმაგებაა.
შოლცის სოციალ-დემოკრატებს აქვთ 16-16.5%, რაც ბევრად ნაკლებია წინა არჩევნებთან შედარებით. გარემოს დამცველ მწვანეებს – რომლებიც კოალიციურ მთავრობაში პარტნიორებად რჩებოდნენ მას მერე, რაც ნოემბერში დაიშალა შოლცის სამი პარტიისგან შემდგარი კოალიცია – 13.5%.
სამ მცირე პარტიას შორის ერთ-ერთი, მემარცხენე პარტია სავარაუდოდ მოიპოვებს ადგილებს პარლამენტში, ხმების 8.5-9 პროცენტით. დანარჩენი ორი – ბიზნესის მხარდამჭერი “თავისუფალი დემოკრატები” და ასევე ერთი ალიანსი – ხუთპროცენტიან ბარიერთან მერყეობს.
კოალიციური პარტიის ფორმირებისთვის მერცს ერთი პარტია დაჭირდება თუ ორი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი პარტია მოხვდება პარლამენტში.
ს ფონი იყო შფოთვა ევროპის ამ უდიდესი ეკონომიკის სტაგნაციის თაობაზე, ისევე, როგორც ზეწოლა მიგრაციის შესამცირებლად. არჩევნები გაიმართა მზარდი ბუნდოვანების პირობებში უკრაინის მომავლის და ევროპის -სთან ალიანსის გარშემო.
ევროკავშირის 27 სახელმწიფოს შორის გერმანიას ყველაზე დიდი მოსახლეობა ჰყავს, ის ნატოს წამყვანი წევრი ქვეყანაა. -ის შემდეგ, გერმანია უკრაინისთვის იყო იარაღის სიდიდით მეორე მიმწოდებელი.
ეს არჩევნები გაიმართა ვადაზე შვიდი თვით ადრე, მას შემდეგ, რაც ნოემბერში დაიშალა მემარცხენე-ცენტრისტი კანცლერის, ს კოალიცია.