“გერმანიის დახმარებას საქართველოს მიმართ, ასე ერთი ხელის მოსმით წყალში ყრიან” – პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე ანტირუსულ აქციაზე, ევროპული ქვეყნების პარლამენტების საგაპერო კომიტეტების ხელმძღვანელების მისვლას გამოეხმაურა, მათ “ქარაფშუტა პოლიტიკოსების” უწოდა და თქვა, რომ გერმანია წყალში ყრის იმ დახმარებას, რომელსაც საქართველოს 30 წლის მანძილზე უწევდა.
“30 წლიანი დახმარებას გერმანიისა საქართველოს მიმართ, რომელიც იყო ყოველთვის პატივცემული ქართველი ხალხის მხრიდან, ასე ერთი ხელის მოსმით წყალში ყრიან ასეთი ქარაფშუტა პოლიტიკოსები საქართველოში როდესაც ჩამოდიან, თავს ესხმიან ქართულ ეკლესიას და ვერც კი აცნობიერებენ რას უკეთებენ თავის ქვეყანას, გერმანიას, მის სახელს საქართველოში… ზუსტად ესეთი ქარაფშუტა პოლიტიკოსები, როლებსაც სელფის გადაღების გამო, შეუძლიათ გაწირონ საზოგადოებები დაპირისპირებისკენ და აერულობისთვის, ასეთი პოლიტიკოსები არიან, რომლებიც არ გვინდა გავაიგივოთ ევროპასთან”, – თქვა პაპუაშვილმა..

ასევე დაგაინტერესებთ