გერმანიის დასავლეთით მდებარე ნატოს ავიაბაზაზე განგაში გამოცხადდა

„პოტენციური საფრთხის“ გამო დასავლეთ გერმანიაში ნატოს ავიაბაზაზე განგაში გამოცხადდა. უსაფრთხოების ზომების გამო, ბაზაზე მომუშავე თანამშრომელთა უმრავლესობა, ვისი ადგილზე ყოფნა მისიისთვის მნიშვნელოვანი არაა, დროებით დაითხოვეს.
გეილენკირხენის ავიაბაზა ნიდერლანდების საზღვართან მდებარეობს, სადაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საჰაერო გაფრთხილებისა და მართვის სისტემების თვითმფრინავებია განლაგებული.
გერმანული მედიის ცნობით, ავიაბაზის მიმდებარედ საპოლიციო ძალები შენიშნეს, მათ უსაფრთხოების ზომების მიღება დაადასტურეს, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრიათ.
გასულ კვირას, განგაში გამოცხადდა კიოლნთან ახლოს მდებარე გერმანიის საჰაერო და სამხედრო ძალების ბაზაზე, სადაც უცნობი პირი შენიშნეს. მოგვიანებით, გამოძიებამ დაადასტურა, რომ დივერსიასთან საქმე არ ჰქონიათ.
წყარო: euronewsgeorgia

ასევე დაგაინტერესებთ

საკადრო კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა და ამ ცვლილებების ერთ-ერთი მიზანი იყო ის, რომ კორუფციის შემცირების მიმართულებით გადაგვედგა კონკრეტული ნაბიჯები – ირაკლი კობახიძე