გერმანიის დაზვერვა: რუსეთმა უკრაინაში მოუმატა ქიმიური იარაღის გამოყენებას

რუსეთმა უკრაინაში მოუმატა ქიმიური იარაღის გამოყენებას – აცხადებს 4 ივლისს გერმანიის საგარეო დაზვერვის სამსახური (BND), ნიდერლანდელ კოლეგებთან ერთად მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით.
BND-ის მონაცემებით, იყენებს არა მხოლოდ ცრემლსადენ გაზს, არამედ “უფრო სახიფათო ქიმიურ ნივთიერებას – ქლორპიკრინს, – რომელიც მაღალი კონცენტრაციით, დახურულ სივრცეში შესაძლოა მომაკვდინებელი იყოს”.
“ეს წარმოადგენს უფრო სერიოზულ დარღვევას ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციისა, რომელიც ამ საბრძოლო, მხუთავი ნივთიერების გამოყენებას კრძალავს ნებისმიერ გარემოებაში”, – ნათქვამია განცხადებაში.
ნიდერლანდის თავდაცვის მინისტრმა და სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა ეს ინფორმაცია დაუდასტურეს სააგენტო Reuters-ს.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია