გერმანიის ბუნდესტაგმა საქართველოს საკითხზე რეზოლუციას მხარი დაუჭირა

გერმანიის ბუნდესტაგმა საქართველოს საკითხზე რეზოლუციას – “საქართველოს ევროპული მომავლისთვის“ მხარი დაუჭირა. ამის შესახებ განცხადებას გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) ვებგვერდი ავრცელებს.
რეზოლუციას მმართველ უმრავლესობის პარტიებმა დაუჭირეს მხარი – “სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ”, “მწვანეებმა” და “ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ”. ოპოზიციური პარტიები – “ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი”, ულტრამემარჯვენე “ალტერნატივა გერმანიისთვის” და ულტრამემარცხენე “სარა ვაგენკნეხტის კავშირი” წინააღმდეგ წავიდნენ. “მემარცხენეებმა” კი თავი შეიკავეს.
როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, ავტორიტარული და ანტიევროპული კურსი, რომელსაც საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა დაადგა, საქართველოს ევროპულ მომავალს რისკის ქვეშ გამიზნულად აყენებს.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეგრეთ წოდებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონით ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში შემდეგი წინსვლა ვერ და არ იქნება.
აქვე ხაზგასმულია “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის როლი და ნათქვამია, რომ ს ძალაუფლების შენარჩუნების მიზანი საქართველოს ევროპულ მომავალსა და დემოკრატიულ სტაბილურობაზე მაღლაა დაყენებული.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – სასაცილოა, რომ რასა იუკნევიჩიანე მის მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტში ოპოზიციას მოუწოდებდა არჩევნებში მონაწილეობისკენ და მეორე დღეს, შეიტანა შესწორება და მოუწოდებს, არ მიიღონ მონაწილეობა

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციის გაერთიანება-არგაერთიანებას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, „ქართული ოცნება“ მოიგებს არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში – ოპოზიცია ერთი დიდი აგენტურაა და რა სცენარში ჩაჯდებიან, მათი პატრონების გადასაწყვეტია