გერმანიის ბუნდესტაგმა საქართველოსა და მოლდოვას უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეტანას მხარი დაუჭირა. კანონპროექტი ხმათა უმრვალესობით დამტკიცდა, წინააღმდეგები მემარცხენეები იყვნენ.
ეს ნიშნავს, რომ თავშესაფრის მაძლიებლებს აღმოსავლეთ ევროპის ამ ორი ქვეყნიდან მომავალში უფრო იოლად ეტყვიან უარს და უფრო მოკლე დღოში შეძლებენ მათ დეპორტაციას.
“ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი არალეგალური მიგრაციის შეზღუდვისკენ”, – თქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა ნენსი ფეზერმა.
გერმანიას სურს საქართველოსა და მოლდოვასთან მიგრაციის ხელშეკრულების გაფორმება.
“დასაქმებულთა კვალიფიციური იმიგრაციის უზრუნველყოფა და ამით სტიმულის შექმნა, რათა მომავალში საქართველოს და მოლდოვის მოქალაქეებმა არ წარადგინონ უიმედო თავშესაფრის განაცხადი გერმანიაში”, – ამბობს ის.
მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური სამსახური (Bamf) ვარაუდობს, რომ საქართველოში და მოლდოვაში დაბრუნებულებს, როგორც წესი, არ ემუქრებათ დევნა ან არაადამიანური მოპყრობა.
აღიარების მაჩვენებლები ორივე ქვეყანისთვის 2022 წელს და 2023 წლის პირველ ნახევარში 0,1 პროცენტზე დაბალი იყო.