გერმანიის ავიაბაზაზე განგაშის მიზეზი იყო რუსეთის მხრიდან დივერსიის საფრთხე

გერმანიის სპეცსამსახურების მონაცემებით, ქალაქ გაილენკირხენში ნატოს ბაზაზე პარასკევს განგაშის დონის დროებითი მომატება უკავშირდებოდა რუსეთის მხრიდან დივერსიის საფრთხეს. ამის შესახებ სპეცსამსახურების წყაროზე დაყრდნობით იუწყება სააგენტო dpa.
ამ ცნობების თანახმად, საფრთხე უკავშირდებოდა, სავარაუდოდ, რუსეთის დრონს, რომელიც ნატოს ავიაბაზის სიახლოვეს შეამჩნიეს. ამ ბაზაზე განთავსებულია ნატოს საჰაერო გაფრთხილების და კონტროლის სისტემის (AWACS-ი) დაცვის და დაზვერვის თვითმფრინავები. განგაშის დონე 24 საათის განმავლობაში იყო მომატებული.
ავიაბაზის წარმომადგენლის თქმით, საუბარი ეხებოდა ზომებს, რომლებიც ემსახურებოდა პერსონალის უსაფრთხოების გაძლიერებას. ავიაბაზის თანამშრომლები, რომლებიც ყველაზე გადაუდებელ ოპერაციებში არ მონაწილეობდნენ, სახლებში გაგზავნეს. თუმცა ფრენები გეგმის თანახმად ხორციელდებოდა – იუწყება ავიაბაზა.
გაილენკირხენში დისლოცირებული საგანგებო თვითმფრინავები გამოიყენება ნატოს აღმოსავლეთ საზღვრებზე დაკვირვების მიზნით. თვითმფრინავები აღჭურვილია რადარის სისტემით, რომელიც მფრინავ ობიექტებს 400 კილომეტრის დისტანციაზე აღიქვამს. გაილენკირხენის ბაზაზე 1600-მდე ადამიანი მუშაობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)