გერმანია 500 მილიონი დოლარით დააფინანსებს უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ პროგრამას

გერმანია უკრაინისთვის 500 მილიონი დოლარის იარაღს და საბრძოლო მასალებს შეიძენს ახალი პროგრამის, PURL-ის(Prioritised Ukraine Requirements List) ფარგლებში.
უკრაინისთვის პრიორიტეტული საჭიროებების ჩამონათვალშია ის სამხედრო პროდუქცია, რომელსაც ევროპის ქვეყნები არ აწარმოებენ, ან უკრაინისთვის მათი მიწოდება ევროპელ პარტნიორებსა და კანადაზე უფრო სწრაფად -ს შეუძლია. მათ შორისაა ს საჰაერო თავდასხმების მოსაგერიებლად უკრაინისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საჰაერო თავდაცვის საშუალებები.
სამხედრო დახმარების ახალი მექანიზმი მას შემდეგ ამოქმედდა, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 14 ივლისს, ვაშინგტონში ნატოს გენერალურ მდივან მარკ რიუტესთან შეხვედრისას გამოაცხადა, რომ ნატოს წევრი ევროპული ქვეყნები უკრაინისთვის ამერიკულ იარაღს შეიძენენ.
პირველი ქვეყანა, რომელმაც 4 აგვისტოს განაცხადა, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის ახალი პროგრამისთვის 500 მილიონი დოლარი გამოყო, ნიდერლანდია.
5 აგვისტოს იგივე განაცხადეს მ, ნორვეგიამ და შვედეთმა.
გერმანიის მთავრობამ გადაწყვეტილება 13 აგვისტოს გამოაცხადა. ამ დღეს ბერლინში იმყოფებოდა უკრაინის პრეზიდენტი , რომელიც გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს შეხვდა და მასთან ერთად მიიღო მონაწილეობა პრეზიდენტ სა და ევროპელი ლიდერების ონლაინ-სამიტში. ეს შეხვედრა წინ უძღოდა აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების, ტრამპის და პუტინის შეხვედრას, რომელიც 15 აგვისტოს ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში უნდა გაიმართოს.