გერმანია 10 მილიონ ევროს გამოყოფს კიევში ბავშვთა საავადმყოფოს აღდგენისთვის

გერმანია ს 10 მილიონ ევროს გამოუყოფს ბავშვთა ყველაზე დიდი საავადმყოფოს აღდგენისთვის, რომელიც დიდწილად განადგურდა ს მიერ 8 ივლისს განხორციელებული სარაკეტო შეტევის შედეგად, – უთხრა 17 ივლისს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრმა სვენია შულცემ გერმანიის გამოცემა Rheinische Post-ს.
შულცეს თანახმად, გერმანიის დაფინანსებით შესაძლებელი იქნება, რომ საავადმყოფო ზამთრიდან კვლავ ამუშავდეს.
“ბავშვთა საავადმყოფოს განადგურება მოწმობს რაოდენ თავზეხელაღებულად და არაჰუმანურად აწარმოებს რუსეთი ამ აგრესიულ ომს. ყველაზე მეტად ამ ომით ბავშვები იტანჯებიან”, – თქვა შულცემ.