გერმანია ცდილობს ამერიკული სანქციებისგან დაიცვას „როსნეფტის“ შვილობილი კომპანიები – Reuters

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ს უმსხვილესი ნავთობკომპანიების, „როსნეფტისა“ და „ლუკოილის“ და მათი შვილობილი კომპანიების ნაწილისთვის სანქციების დაწესების შემდეგ, ზოგიერთმა ბანკმა უკვე განაცხადა, რომ სანქციებმა შესაძლოა, ხელი შეუშალოს გერმანიაში „როსნეფტის“ შვილობილ კომპანიებთან საქმიან ურთიერთობას. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.
გერმანიაში „როსნეფტის“ შვილობილი კომპანიები არიან Rosneft Deutschland და RN Refining&Marketing, რომლებიც გერმანიის სამი მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის წილებს ფლობენ.
გერმანიის ეკონომიკის და ენერგეტიკის სამინისტროში Reuters-ს განუცხადეს, რომ ამერიკული სანქციები ამ ბიზნესს არ უნდა შეეხოს, რადგან 2022 წლის სექტემბრიდან ფედერალურ მართვაში გადავიდა. გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ამ საკითხს ამერიკელებთან განიხილავენ.
„როსნეფტის“ შვილობილი გერმანული კომპანიები არ არიან სანქცირებულთა ჩამონათვალში, რომელიც შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ 22 ოქტომბერს გამოაქვეყნა, თუმცა, როგორც ჩანს, ბანკების ნაწილი რუსული ნავთობკომპანიის სხვა შვილობილი ფირმების მიმართაც სიფრთხილეს იჩენს.
პრეზიდენტ ს ადმინისტრაციამ, რომელიც ბოლო დრომდე თავს იკავებდა ს წინააღმდეგ ახალი სანქციების ამოქმედებისგან იმ მოტივით, რომ ეს ხელს შეუშლიდა ში ომის დასრულებისკენ მიმართულ სამშვიდობო პროცესს, 22 ოქტომბერს სანქციები დაუწესა რუსეთის ნავთობკომპანიებს, „ლუკოილს“ და „როსნეფტს“ და მათ 20-ზე მეტ შვილობილ კომპანიას.
ფინანსთა მინისტრ სკოტ ბესენტის განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტი პუტინი უარს ამბობს ში ომის შეწყვეტაზე, სანქციები ამოქმედდა რუსეთის ორი უმსხვილესი ნავთობკომპანიის წინააღმდეგ, რომლებიც კრემლის სამხედრო მანქანას აფინანსებენ.
15 ოქტომბერს „ლუკოილს“, „როსნეფტს“ და მათ შვილობილ კომპანიებს სანქციები დაუწესა დიდი ბრიტანეთის მთავრობამ.
გერმანული მაუწყებლის, DW-ს ინფორმაციით, 22 ოქტომბერს ლონდონმა სანქცირებულთა სიიდან ამოიღო „როსნეფტის“ შვილობილი გერმანული კომპანიები Rosneft Deutschland და RN Refining&Marketing.
ფორუმი