აუუ ეს რა იყოო უნგრელების გოლი მეასე წუთზეე @ ერთმა მეტოქემ გაგვისწრო უკვე და ეხლა სამი ჯგუფის 5 თამაშზე ვიქნებით დამოკიდებული–ჯერ ერთი B ჯგუფში ესპანეთმა უნდა მოუგოს ალბანეთს და იტალია-სერბეთზე კი ფრე და იტალიის მოგება გვაწყობს და აქ ყველაფერი ადვილი და იოლია აი C ჯგუფში კი უფრო ძნელი ამბებია–იქ ინგლისმა სლოვენიას 3 ბურთით უნდა მოუგოს(2 ბურთით რო მოუგოს სლოვენიასთან თანაბარი ბურთების სხვაობა გვექნება)და დანიამ უნდა მოუგოს სერბებს ან სერბებმა უნდა მოუგონ 3 ბურთით და მერე უკვე დანიას გავუსწრებთ (ფრე იმ თამაშებში არანაირად არ გვაწყობს) და ბოლოს ჩვენ ჯგუფში თურქებმა აუცილებლად უნდა მოუგონ ჩეხებს და ეს ვარიანტები თუ დაჯდა გავალთ 2 ქულითაც ! აი სად გამოყო თავი თურქების მესამე გოლმა ჩვენთან @ რომ ამბობდნენ რა მნიშვნელობა აქვს 1-2 წავაგებთ თუ 1-3 ო აი რა მნიშვნელობა აქვს ! მესამე გოლი რომ არ გაგვეშვა ეხლა გაცილებით კარგ სიტუაციაში ვიქნებოდიით !