გერმანია ქართველ ხალხთან კავშირების განვითარებას გააგრძელებს – პეტერ ფიშერი

გერმანია ქართველ ხალხთან კავშირების განვითარებას გააგრძელებს, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„50 წლის წინ, დღევანდელ დღეს, ზაარბრიუკენსა და თბილისს შორის დაძმობილების ხელშეკრულებას ხელი მოეწერა, რომელიც ხალხს აკავშირებს. დღეს ეს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის გამო ზარალდება, რასაც ევროკავშირი და გერმანია ადასტურებენ. გერმანია ქართველ ხალხთან კავშირების განვითარებას გააგრძელებს“, – წერს პეტერ ფიშერი.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლევან გამრეკელი, პაატა ნოზაძესთან და რომან მეტივიშვილთან ერთად, 2020-2023 წლებში ფარულად დაეუფლნენ შიდა ქართლის რეგიონის ტერიტორიაზე არსებულ 5 000 000 ლარის ღირებულების, სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს“ – პროკურატურა