გერმანია უკრაინის სამხედრო დახმარებას 7 მლრდ-მდე ზრდის

გერმანია 2024 წელს უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის 4 მილიარდი ევროს ნაცვლად 7 მილიარდ ევრომდე ზრდის, – ამის შესახებ ინფორმაციას DW ავრცელებს.
დახმარების გაზრდის შესახებ განცხადება გერმანიის მთავრობის პრესსამსახურმა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცსა და -ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ გაავრცელა.
გერმანიის მთავრობის პრესსპიკერის, შტეფენ ჰებესტრეიტის თქმით, გერმანიისა და შეერთებული შტატების ლიდერებმა საუბრის დროს ხაზი გაუსვეს უკრაინისთვის შემდგომი ფინანსური, სამხედრო და ჰუმანიტარული მხარდაჭერის აღმოჩენის აუცილებლობას, რადგან ის აგრძელებს თავის დაცვას რუსული აგრესიისგან.