გერმანიის ახალმა კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შესახებ დეტალურ ანგარიშებს აღარ გამოაქვეყნებს, როგორც ეს ოლაფ შოლცის მთავრობის დროს ხდებოდა.
“იარაღის მიწოდებაზე, კალიბრებზე, შეიარაღების სისტემებზე და ა.შ. დებატები საზოგადოების თვალთახედვიდან ჩემი ხელმძღვანელობის დროს, ამოღებული იქნება“, – ამბობს მერცი კიევში ვიზიტის დროს.
მედიის ინფორმაციით, მიზანი უსაფრთხოებაა.
