გერმანია უკრაინაში შორი მანძილის იარაღის, მათ შორის დრონების წარმოებაში ინვესტირებას აპირებს

28 მაისს ბერლინში შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადებების თანახმად, გერმანია ში შორი მანძილის იარაღის, მათ შორის, დრონების წარმოებაში ინვესტირებას აპირებს.
„როცა ვლაპარაკობთ ჩვენი არმიის ახალი იარაღით, ჩვენი სამხედროების მეტი შორი მანძილის იარაღით, დახმარებაზე, ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, როგორ გამოვაცალოთ აზრი ს შეტევით მოქმედებებს. სანამ პუტინს თავისი შეტევების, დარტყმების, იერიშების იმედი ექნება, ის თავს აარიდებს რეალურ დიპლომატიას. სწორედ ამიტომ გვჭირდება შემდგომი თავდაცვითი თანამშრომლობა – ყველასი ევროპაში და ევროპასა და -ს შორის. სწორედ ამიტომ გვჭირდება საკმარისი ოდენობით შორი მანძილის იარაღი. სწორედ ამიტომ უნდა ვიყოთ დარწმუნებულები ჩვენი არმიის დაფინანსებასა და უკრაინის მედეგობაში“, – განაცხადა ბერლინში უკრაინის პრეზიდენტმა მ. ის დარწმუნებულია, რომ ამისთვის საჭიროა რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენება და გერმანიას შეუძლია ამაში დაეხმაროს უკრაინას.
უკრაინასა და გერმანიას შორის ხელი მოეწერა იარაღის ერთობლივ წარმოებაზე შეთანხმებებს. ამის შესახებ ბერლინში მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა:
„ყველა დეტალზე საჯაროდ ვერ ვილაპარაკებთ, თუმცა დღეს გვაქვს შეთანხმებები უკრაინის წარმოებაში ინვესტირებაზე. უპირველეს ყოვლისა იარაღზე – ესაა დრონების წარმოება, რაც შესაძლებლობას მოგვცემს მეტად ეფექტიანად დავიცვათ ჩვენი სამხედროების სიცოცხლე. ჩვენი მთავრობების წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს აგრეთვე შეთანხმებას ჩვენს თანამშრომლობაზე, წარმოების მშენებლობასა და განვითარებაზე“.
დღესვე უკრაინის პრეზიდენტი და გერმანიის კანცლერი გერმანიის ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდებიან. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინისთვის მნიშვნელოვანია მის აღდგენაში გერმანული კომპანიების ჩართვა.
გერმანიის კანცლერის თანახმად, დღის მეორე ნახევარში ხელი მოეწერება განზრახულობების შესახებ ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრების განცხადებას. მერცმა განაცხადა:
„საქმე ეხება მჭიდრო თანამშრომლობას, შორი მანძილის იარაღის წარმოებას. გვსურს ასეთი წარმოება შესაძლებელი გავხადოთ. აგრეთვე გვსურს იყოს ერთობლივი წარმოება. ამას ხელს შევუწყობთ. დეტალებზე საჯაროდ არ ვილაპარაკებთ. გავაინტენსიურებთ ჩვენს თანამშრომლობას, თუმცა უპირველეს ყოვლისა ვიზრუნებთ, რომ უკრაინის არმიამ მიიღოს ყველაფერი, რაც სჭირდება და რისი მიცემაც ჩვენ შეგვიძლია, რომ უკრაინამ წარმატებით დაიცვას თავი“.
28 მაისს გერმანიის კანცლერი ბერლინში მასპინძლობს უკრაინის პრეზიდენტს. ლიდერების განხილვის მთავარი თემებია: უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერა, საჰაერო თავდაცვის ჩათვლით, ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში საარტილერიო ჭურვების მიწოდება, იარაღის წარმოება უკრაინაში და უკრაინისა და გერმანიის თანამშრომლობა თავდაცვით წარმოებაში. განსახილველ თემებს შორისაა აგრეთვე: უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა, რუსეთზე სასანქციო ზეწოლის გაძლიერება. დღის წესრიგშია ასევე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების კლასტერების გახსნა და ომის შემდეგ უკრაინის ეკონომიკურ აღდგენასთან დაკავშირებული საკითხები.
ფორუმი