გერმანია უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის ორ სისტემას გადასცემს. როგორც Reuters წერს, აღნიშნული გადაწყვეტილება გერმანიამ აშშ-სთან მოლაპარაკებების შემდეგ მიიღო.
როგორც ცნობილია, გერმანია თავდაპირველად უკრაინას Patriot-ის დამატებით გამშვებ მექანიზმებს მიაწვდის უახლოეს დღეებში, რასაც მოჰყვება სისტემის დამატებითი კომპონენტების გადაცემა ორ ან სამ თვეში.
სანაცვლოდ, ოფიციალური ბერლინი აშშ-სგან დაჩქარებული ტემპით მიიღებს ახალ Patriot სისტემებს.
Reuters წერს, რომ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის საჭიროებები კიდევ უფრო აქტუალური გახდა, რადგან რუსეთმა ამ ზაფხულს ქვეყნის მასშტაბით საჰაერო თავდასხმები გააძლიერა და რუსული ბალისტიკური რაკეტების განადგურებაში Patriot ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ სისტემად ითვლება.
