2024 წელს გერმანია უკრაინას 7 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუწევს. გერმანიის მთავრობის ცნობით, ამის შესახებ კანცლერმა, ოლაფ შოლცმა აშშ-ს პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
გერმანიის ხელისუფლების ინფორმაციით, შოლცისა და ბაიდენის საუბრის თემა უკრაინის მხარდაჭერა და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება იყო.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გერმანიისა და აშშ-ს პირველმა პირებმა რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმების გაგრძელება დაგმეს და ხაზი გაუსვეს უკრაინის ფინანსური, სამხედრო და ჰუმანიტარული მხარდაჭერის გაგრძელების აუცილებლობას.
გერმანიის ერთპიროვნული გადაწყვეტილება უკრაინისთვის დახმარების სახით 7 მილიარდი ევროს თანხის გამოყოფასთან დაკავშირებით ევროკავშირის წარმომადგენლებმა უარყოფითად შეაფასეს.
