გერმანია უკრაინას 500 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა „რამშტაინის“ შეხვედრაზე განაცხადა.
ბორის პისტორიუსის ცნობით, უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი 10 000 საარტილერიო ჭურვს და 100 ჯავშანმანქანას მოიცავს.
„ჩვენ ასევე სათადარიგო ნაწილებისა და დიდი რაოდენობით სამედიცინო მარაგების მიწოდებას ვაგრძელებთ“, – განაცხადა პისტორიუსმა.
ასევე, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში გერმანია უკრაინისთვის 180 000 საარტილერიო ჭურვს შეიძენს.